- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზღვრისპირა მუჟავას საჯარო სკოლას, ღამის განათებები ექნება – ინიციატივა მოსახლეობას ეკუთვნის, ხოლო იდეას ა(ა)იპ ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს.
უწყების ცნობით, მუჟავას საჯარო სკოლაში, განათებების მონტაჟი უკვე დასრულებულია და როგორც მერის წარმომადგენელი მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში აცხადებს, სკოლა დღეიდან განათდება.
“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი წერილი მივიღეთ და თქვენც ხედავთ, რომ დღეიდან მუჟავას საჯარო სკოლა განათებული იქნება. საქართველოს განათებული და განათლებული საზოგადოება სჭირდება”, – განაცხადა მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, მაჟარა არქანიამ.