სამეგრელოს რეგიონში 6 დაავადების ერთობლივი სქრინინგი ჩატარდება

  • სამეგრელოს რეგიონში 6 დაავადების ერთობლივი სქრინინგი ჩატარდება. სკრინინგი სპეციალურად აღჭურვილ მობილურ კლინიკაში გაიმართება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთდროულად შესაძლებელი იქნება ტუბერკულოზის, კოვიდ-19-ის, აივ/შიდსის, “C” ჰეპატიტის, შაქრიანი დიაბეტის და ჰიპერტენზიის ერთდროული გამოკვლევა.

პროექტს გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია განახორციელებს.

უწყების ცნობით, სკრინინგს უზრუნველყოფს პროფესიონალების გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, ექიმი ფთიზიატრი-პულმონოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგები, რადიოლოგი და ლაბორანტები.

სკრინინგი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდში, სენაკში, ფოთში და წალენჯიხის დაბა ჯვარში ჩატარდება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება