- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სასონგულიოს უბანში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოები დასრულდა.
უწყების ცნობით, აღნიშნული სამუშაოები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა. მოსახლეობა დღეიდან ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
შესრულებულ სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
აღსანიშნავია, რომ არსებული წყალგაყვანილობის მაგისტრალი 10 ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაინგრა და 61 მოსახლე სასმელი წყლის გარეშე დარჩა.
აღდგენითი სამუშაოები გიორგი ხარჩილავას აქტიური მონიტორინგით განხორციელდა.
სამუშაოები ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფის მიერ შესრულდა.