საქართველოში კორონავისრუსის 479 შემთხვევა გამოვლინდა

  • საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  24 საათში 491 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 12 700 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 777, პისიარტესტით – 4 923.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 258 111 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 249 028 გამოჯანმრთელდა, 3 178 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 545, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 677 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 304 პირი.

კომენტარის დატოვება