- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ტრაგიკულად გარდაცვლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საქართველოს დროშა დაუშვეს და მარიტასთვის სანთლები დაანთეს.
“ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახსა და მეგობრებს, ვუსურვებთ მათ გამძლეობას ამ უმძიმეს წუთებში”.-განაცხადეს მოსწავლეებმა.