საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა, მშობელს კი სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

მძღოლმა თვითდაზიანება გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიიყენა, ის გადაყვანილია საავადმყოფოში.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.