წალენჯიხაში სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება დაიწყო

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის განხორციელება დაიწყო.

პროგრამაში ჩართვის მსურველმა სტუდენტებმა, უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები:

•შევსებული განაცხადი;

•პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

•ცნობა სასწავლებლიდან,სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;

•საბანკო რეკვიზიტები;

პრიორიტეტი მიენიჭება შემდეგ სტუდენტებს :

•სოციალურად დაუცველები;

•სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახიდან(ოთხი და მეტი შვილი);

•მზრუნველობამოკლებული(დედით და მამით ობოლი);

•საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები;

•მაღალი აკადემიური მოსწრების.

განცხადების მიღება იწარმოებს 13 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, 09:00 სთ-დან 18:00 საათამდე. მერიის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში, (პირველ სართულზე).