ტობავარჩხილის ტბის მახლობლად ჩეხი მოლაშქრე დაიკარგა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბის მახლობლად ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი “Trekking in the Caucasus” აქვეყნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაშქრეს სქურიდან ხაიშში გადასვლა სურდა. ბოლოს ის 28 სექტემბერს კირნახონას თავშესაფართან ნახეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.