- გადაუღებელი წვიმის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე პრობლემები შეიქმნა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წვიმის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები ქალაქ წალენჯიხის,ქალაქ ჯვარის,ასევე ფახულანის,ლიის,საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.
დაიტბორა გზები,პრობლემები შეექმნა ტრანსპორტს .
შემთხვევის ადგილებზე გასულია სტიქიის შემსწავლელი კომისია და შეისწავლიან არსებულ პრობლემებს,რათა მოხდეს ზარალის აღმოფხვრა.