ფერისცვალების დღესასწაული იზეიმეს წალენჯიხაში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში

  • ფერისცვალების დღესასწაული იზეიმეს წალენჯიხაში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში, რომელიც წელს დაარსებიდან 1000 წელს აღნიშნავს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა ისტორიულ ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ შარაშენიძემ აღავლინა.

წალენჯიხაში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.