- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფოცხოეწერის დასახლებაში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე” გაიხსნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ, ფოცხოეწერში მცხოვრები 4-17 წლის ასაკის დევნილი ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალური სივრცის შექმნას, მის კეთილმოწყობას და არაფორმალური, გასართობ-შემეცნებითი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას.
გახსნის ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.