- ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქალაღალში გადაუღებელმა წვიმამ მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის შედეგადაც, რამაზ გოგოხიას საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დაცალა.
შემთხვევის ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წარმომადგენელი გია შელია იმყოფებოდნენ და აღნიშნულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მერიამ წერილობით დაუყოვნებლივ მიმართა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით.