- უხვი ნალექის გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პრობლემები შეიქმნა.
წალენჯიხის მუნიცილაიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურას. დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები,ჩამოიშალა ნაპირდამცავი გაბიონები.
უწყების ცნობით, დაიმეწყრა გზის მონაკვეთები, მათ შორის, ჩამოიშალა ფახულანი-ჭველეს დამაკავშირებელი ხიდი, რომელზეც გადაადგილება შეუძლებელია. დატბორილია საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სასმელი წყლის მილები, რის შედეგადაც 80-მდე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები. ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მთელი ღამის განმავლობაში გზის მონაკვეთებზე მუშაობდა ტექნიკა და იწმინდებოდა გზები ჩამოშლილი შლამისგან.
სტიქიის შემსწავლელი კომისია ადგილებზე ეცნობა არსებულ პრობლემებს,რათა მოხდეს ზარალის აღმოფხვრა.