- “ჩვენ ვკითხულობთ გრანელს”- ამ სახელწოდებით ჩატარდა ღონისძიება კინოთეატრის ჰოლში. რომელიც მთლიანად გრანელისეულ პოეზიას მიეძღვნა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გრანელისადმი მიძღვნილი კვირეული წალენჯიხელებს მიულოცა და ღონისძიება საზეიმოდ მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა.
დღევანდელ ღონისძიებაზე მონაწილეობა სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ა(ა)იპ სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული სახელოვნებო განყოფილების აღსაზრდელებმა მიიღეს.
ტერენტისეული ლექსებზე შეასრულეს სიმღერები ა(ა)იპ კულტურის ცენტრთან არსებულმა ქალთა ანსამბლმა “მაფშალია”-მ და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ქალთა ჯგუფმა “ჰარმონია”-მ.
ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ესწრებოდა.
ჰოლში ტერენტის ლექსები იყო გამოფენილი. ხოლო მოლბერტებზე მისი უცნობი გრაფიკული ჩანახატები.