- მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის, ჩვინარეს ხეობაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს “მთის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი” თამარ გიორგაძის ხელმძღვსნელობით აწარმოებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიკვლეულია შუა საუკუნეების ნაეკლესიარი, დარბაზული ტიპის ტაძარი. გათხრები გრძელდება.
“აღნიშნულთნ დაკავშირებით, გასულ წელს ჩვინარეს ხეობაში არქეოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტებმა ძველი სამარხი გაასუფთავეს,სადაც ტაძრის კედლები გამოჩნდა და დაიგეგმა ექსპედიცია.”-ნათქვამია ინფორმაციაში.