- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოიყო 300 000 ლარი.
პროექტი ორ ეტაპიანია – მიმდინარე წელს მოხდება აღნიშნული თანხით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, პროექტის მეორე ეტაპი კი 2024 წელს დასრულდება. პროექტის მთლიანი ღირებულება 1 676 100 ლარს შეადგენს.
ჩქვალერში საავტომობილო გზის დამეწყრილი მონაკვეთი პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. არსებული გზა ერთმანეთთან რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს აკავშირებს.