- სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილ გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციფიკური სამუშაოები, (ხიმინჯოვანი კედლების მოწყობა) განხორციელდა.
უწყების ცნობით, გზაზე სპეცტექნიკით გადაადგილება შეუძლებელი იყო, რის გამოც, ტექნიკის გადაადგილების მიზნით მდინარეზე გადასასვლელიც მოეწყო.