- ძლიერი წვიმის შედეგად, ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირას უბანში, კერძოდ საქებურიოს ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, ჩამოიშალა ლოდი და გზა მთლიანად ჩაიხერგა ნაშალი მასით.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ასევე დააზიანა საჩინო-ჩქვალერის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა და მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ისინი არსებულ სიტუაციას გაეცნენ.
ჯაღირას ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები,მობილიზებულია ტექნიკა და უახლოეს საათებში მოხდება გზის სავალი ნაწილის აღდგენა.