- ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი კაბელები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია სწავლობს.
“ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 15-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ელექტროენერგიის კი მიწოდება აღდგენილია”.-ნათქვამია ინფორმაციაში.