- წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკას ლიტერატურული ფესტივალი ,,ქუჯი” -2023 -ის ფარგლებში გამარჯებული 30-მდე პოეტი სტუმრობდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლიტერატურულ ფესტივალში მონაწილე პოეტებს მისასალებელი სიტყვით მიმართა და წალენჯიხაში სტუმრობისათვის მადლობა მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გადაუხდა.
დარბაზში დამსწრეთა წინაშე ლიტერატურული ფესტივალი ,,ქუჯი” -2023 -ის ორგანიზატორი ნანა კვაშილავა წარსდგა.
საღამოზე ქართულად და მეგრულად ლექსები წაიკითხეს, როგორც პოეტებმა, ასევე სტუდენტურ დღეები-2023 ჩართულმა სტუდენტებმა.
საღამოს ესწრებოდნენ: გამომცემლობა ინტელექტის დამაარსებელი ბუბა კუდავა, მანანა თექთუნანიძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის, განათლების, ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლები, კულტურის ცენტრის წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და პოეზიის მოყვარულები.
აღნიშნული საღამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.