- წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიამ 7 კუბური მეტრი ტევადობის ახალი თვითვმცლელი “IVECO”-ს ფირმის ნაგავმზიდი მანქანა გადასცა.
ახალი ნაგავმზიდი მანქანით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი, რომელიც ამავდროულად ადმინისტრაციულ ერთეულებსაც მოემსახურება.
ნაგავმზიდი მანქანა, ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
წალენჯიხის მერია ნაგავმზიდს ქ.ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს გადასცემს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოპარკის ფორმირება მიმდინარეობს.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.