- წალენჯიხაში 6-დღიანი “არტ ფესტივალი” დაიწყო. ინფორმაციას პარტია “ლელო” ავრცელებს.
ფესტივალი გულისხმობს IX კლასის ჩათვლით მოზარდებისთვის საზაფხულო სკოლის გახსნას, სადაც საქართველის სამხატვრო აკადემიის პროფესორები მათ ხატვისა და ქანდაკების გაკვეთილებს ჩაუტარებენ.
“საგამოფენო სივრცე, სადაც თანამედროვე ქართველი მხატვრების ტილოებია გამოფენილი, სამხატვრო სალონად გადაკეთდა. მოლბერტები, ტილოები, ფანქრები, გუაშები, ფუნჯები და აკვარელები მოზარდების სრულ განკარგულებაშია. ლექტორები მათ მხოლოდ უხსნიან, თუ რა არის, როგორ იხატება პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი. რა არის ფერთა გამა, კომპოზიცია. ლექტორებთან ერთად წალენჯიხაში 6 დღეს აკადემიის სტუდენტებიც ატარებენ, რომლებიც სივრცეში-პლენერზე ხატავენ და ქანდაკებებს აკეთებენ. ამ ეტაპზე, სკოლაში 100-მდე მოზარდია დარეგისტრირებული არა მხოლოდ წალენჯიხიდან, არამედ მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან. სწავლა დილით 11:00 საათზე იწყება და ორი საათის განმავლობაში მათ განკარგულებაშია არტ სივრცე, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
პროექტი არტ პლატფორმა “გრანელის” ფარგლებში მამუკა ხაზარაძისა და წალენჯიხის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.