- დღეს, 31 მარტს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ინიციატივით, წალენჯიხაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილით, მეუნარგიას ქუჩის გორაზე, იქ სადაც აღმართულია ჯვარი, ყოფილი პირველი პრეზიდენტის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა. სახალხო ანსამბლ ,,ბედინერა”-ს მომღერლებმა, შეარულეს ქართული საგალობლები.
მღვდელმა ილია სარიამ კი, მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ქალაქის მთავარ მოედანთან ზვიად გამსახურდიას ძეგლი ყვავილებით შეამკეს: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა,წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებმა პედაგოგებმა და მოსწავლე-ახალგაზრდებმა.
დღის ბოლოს კი, წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ზვიად გამსახურდიას იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა,რომელსაც ესწრებოდნენ:წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, კულტურის,ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები, პედაგოგები და მოსწავლეები.
ზვიადისადმი მიძღვნილი საღამო წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ნუნუ შანავამ გახსნა.
დარბაზში დამსწრეებმა გაიხსენეს პირველი პრეზიდენტი და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მის ხსოვნას.
ზვიად გამსახურდიას შემოქმედებაზე და მის ღვაწლზე ყურადღება გაამახვილა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა და 1991 წლის 31 მარტს დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა
აღსანიშნავია,რომ დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა.
1991 წლის 31 მარტს,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი გაიმართა. რომლის შედეგების საფუძველზეც უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.