- დღეს, ქალაქ წალენჯიხაში, თამარ მეფის ქუჩაზე IT სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. IT სკოლას ონლაინ პლატფორმა Feedc-ს დამფუძნებლის, ჯგალის მკვიდრის, მომავლის ბიჭის ნიკოლოზ კვარაცხელიას სახელი მიენიჭა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა მანანა დუმბაძემ და პოლიტიკური თანამდებობის პირებმა.
IT სკოლაში სწავლება უფასო იქნება. სკოლა მეგობართა კლუბიდან, მამუკა ხაზარაძეს მიერ ფინანსდება.
ღონისძიების დასასრულს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მადლობა გადაუხადა ჩამოსულ სტუმრებს, მეგობართა კლუბის წევრებს მხარდაჭერისათვის. IT სკოლაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს კი,წარმატებები უსურვა.