- წალენჯიხაში, კვარაცხელიას ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მინი სტადიონის დასრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ომარ ქარდავამ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან მამუკა მიქავასთან და ამავე ფრაქციის წევრებთან ერთად.
პროექტი განხორციელდა 2022 წლის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილოვბრივი ბიუჯეტიდან. პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნური საფარი, სტადიონი შემოიღობა მავთულბადით, დამონტაჟდა ახალი სკამები, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, ასევე მოეწყო გარე განათება.
მინი სტადიონის სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 29865,00 ლარი, სამუშაოებს ასრულებდა ი/მ „გენადი კვარაცხელია“
აღნიშნული სტადიონის რეაბილიტაციას ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი ხელისუფლებისგან.
მოზარდებს უკვე აქვთ ღია, თანამედროვე ტიპის სპორტული მოედანი, სადაც შეუძლიათ გამართონ სპორტული შეჯიბრებები და დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.