- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში დღეს, ა(ა)იპ წალენჯიხის კულტურის ცენტრთან არსებული საკლუბო დაწესებულებათა კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო ადმინისტრაციულ ერთეულებთან არსებულმა საკლუბო დაწესებულებების ანსამბლებმა და მომღერალთა გუნდებმა.
ღონისძიება მიჰყავდა წალენჯიხის საკლუბო გაერთიანების დირექტორს მურმან ქარდავას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ღონისძიების ორგანიზატორებსა და მუსიკოს-შემსრულებლებს წარმატებები უსურვა.