- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა ახალ 2024-25 სასწავლო წელსაც გრძელდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი.
პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში ხორციელდება.
• პროგრამა გათვლილია 180 დღიან სასწავლო პერიოდზე და ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს.
• განცხადდების მიღება ხვალიდან 10 სექტემბრიდან იწყება.
“მერიის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები. განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას პირველკლასელთა მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარადგენს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ერთერთი მშობლის ან/და კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი, პირველკლასელის დაბადების მოწმობა და ცნობა შესაბამისი სკოლიდან
პროგრამის თანახმად, პირველკლასელებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები და მის გამოყენებას შეძლებენ მხოლოდ გარკვეულ კვების ობიექტებში და მარკეტებში.
ბარათით სარგებლობა გარკვეულწილად შეზღუდულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეუძლებელია ბარათის მეშვეობით ბანკომატიდან თანხის გამოტანა და ასევე ბარათის გამოყენება ონლაინ გადახდებისთვის.”-აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.