- დღეს, წალენჯიხაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და საჭირო ინვენტარით სრულადაა აღჭურვილი.
გახსნას დაესწრნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მოადგილე თამარ გაბუნია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.