- სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
უბნების მიხედვით, მოსახლეობამ პრიორიტეტები დაასახელა. მათ შორის:
- ზედა-ქვედა ლეჟას უბანში პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობა დასახელდა.
- ნაკიფუში-გარე-განათებების მოწყობა, წისქვილის მშენებლობა, შიდა-საუბნო გზების მოხრეშვა, ნაკიფუ-სამოლაშხიოს ტერიტორიაზე წისქვილის რეაბილიტაცია, გზების მოხრეშვა და გარე-განათებების მოწყობა დასახელდა.
- ულურია-ქვედა ულურიაში წისქვილის რეაბილიტაცია და საუბნო გზის მოხრეშვა-მოწესრიგება დასახელდა.
- ზედა ულურიის მოსახლეობამ შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოწესრიგება,წყალსაწრეტი არხისა და გარე-განათებევის მოწყობა დაასახელა.
მოსახლეობამ შეხვედრებზე პრიორიტეტები ხმათა უმრავლესობით დაასახელა.
მოსახლეობასთან შეხვედრა-კონსულტაციებს მერის წარმომადგენელი ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში ხვიჩა ლუკავა, ნაკიფუ-მიქავას მაჟორიტარი დეპუტატი რომან კვარაცხელია და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია ესწრებოდნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრა კონსულტაციების დასრულების შემდეგ,პრიორიტეტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს