- “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 644 000 ლარი დაიხარჯება.
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა და 49 შეხვედრა გაიმართა.