- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიამ ადგილობრივი მოსახლის, ირაკლი ქობალიას საცხოვრებელი სახლი დააზიანა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს მთლიანად ახადა სახურავი, რამაც ეზოში მყოფი ავტომობილებიც დააზიანა. ქარს თან ერთოდა ძლიერი წვიმა.
ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ცოტნე შონია. სახლის გადახურვა მოხდა დროებითი გადასახური მასალით.
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს, მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, დახარლებულ ოჯახს დახმარება გაეწევა.