- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭალისწყალზე მოქალაქე უკანონო თევზჭერას თევზჭერის ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ქაშაპის სახეობის 1 კილოგრამამდე თევზი.
უწყების ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.