- წალენჯიხას ძლიერმა ქარმა გადაუარა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ჯვარში ძლიერმა ქარმა ელექტრო ბოძები დააზიანა, მრავალწლოვანი ხეები წააქცია, რის გამოც ჯვარის და საჩინოს მოსახლეობას დენი არ მიეწოდება.
ქარმა ფოცხოს დასახლებაში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.
ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.