წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული 3 ავტომანქანის ძარაზე, საერთო მოცულობით 2მ3-მდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი და 0.5 მ3-მდე ძელაკი, ფარულად იყო განთავსებული.

უწყების ცნობით, ამავე მუნიციპალიტეტში 3 მ3-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტის ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამავე პერიოდში გამოვლენილია სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი. ასევე ამოღებულია 18 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო”.-ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება