- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.
მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე ჯამში, 77 ერთეული სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა.