წალენჯიხის მერის ავტომობილი დაწვეს In მთავარი, სიახლეPosted ოქტომბერი 12, 2022 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილი მის საცხოვრებელ სახლთან დაწვეს. მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მისივე ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.