წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი დაჭრეს

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასულები.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.