წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 091,1 ლარით დაამტკიცა

  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 091,1 ლარით დაამტკიცა. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე, კორნელი სალია უძღვებოდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ წარუდგინა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტად მოსახლეობაზე ორიენტირებული პროექტები განისაზღვრა. მომდევნო წელს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება დაფინანსება: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება.

უწყების ცნობით, ამ მიმართულებებით მოხდება ახალი პროგრამების განხორციელება და სამიზნე ჯგუფებზე მიმართული პროექტების დაფინანსება. ბიუჯეტის პროექტი დამტკიცებამდე საკრებულოს მიერ, დამუშავდა კომისიებსა და ფრაქციებში. მომზადდა შენიშვნები და დასკვნები.

ბიუჯეტის დამტკიცებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

კომენტარის დატოვება