- წალენჯიხის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს. დღეიდან აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელად წალენჯიხის მუნიციალიტეტის ყოფილი გამგებელი მამუკა ქარდავა დაინიშნა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაღების დირექტორებს დღეს ის წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა წარუდგინა.
შეხვედრაზე სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ყოფილ დირექტორს ლანა შენგელიას მადლობა გადაუხადეს გაწეული სამუშაოსათვის და წარმატებები უსურვეს.
უწყების ცნობით, ლანა შენგელიამ ერთი წლის მანძილზე მნიშვნელოვანი სიახლეები განახორციელა, მათ შორის ხელი შეუწყო ჰასპის პროგრამის დანერგვას, პედაგოგების გადამზადებას და მაღალკვლიფიკაციური კადრების ჩამოყალიბებას.
აღსანიშნავია, რომ მამუკა ქარდავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლად 2008 წელს დაინიშა, 2012 წლიდან პედაგოგიურ მუშაობას ქალაქ თბილისში და სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში ეწეოდა.
2020 წლიდან კი მერის წარმომადგენელი გახლდათ სოფელ ეწერში.