- პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასნებით 25 მილიონ ლარადმე მოხმარდება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია – ამხანაგობა “ინვესტ გრუპი”-ს თავჯდომარემ, გიორგი წკრიალაშვილმა მოაწერეს.
პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, ახალი წყლის გამწმნედი ნაგებობების მოწყობას, რეზერვუარების, მაგისტრალური მილებისა და 60 კმ-მდე შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობას. პროექტირების დასრულებისთანავე, დაიწყება ქალაქის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები.
2025 წლის ბოლოსთვის, ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობა განახლებული ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.