- საქართველოში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება.
ლეგენდის მიხედვით, საქართველოში, სამოციქულოდ, მარიამ ღვთისმშობელმა წმიდა ნინო ვაზის ჯვარით ხელში გამოაგზავნა.
„მაშინ დედოფალმან მიყო ზედა კერძო ცხედრისა მისისა მყოფსა მას რტოსა ვენახისასა და მოჰკუეთა მისგან და შექმნა ჯუარის სახედ… ამით ნიშითა სძლო ყოველთა მანქანებათა ეშმაკისათა და წარგემართოს ქადაგებაი შენი, და თანაშემწე გეყო და არა დაგიტეო შენ“. მორჩილების ნიშნად, წმიდა ნინომ მოიკვეცა თმა, შემოახვია ვაზის რტოებს და რწმენით აღსავსე, გამოეშურა საქართველოსკენ…
ნინოს ქადაგების შედეგად სამეფო კარის წევრებთან ერთად, მთელი ერი მოექცა ახალ სარწმუნეობაზე. ამის გამო ითვლება იგი ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთასწორად.
ფოტო: ინტერნეტი