- წალენჯიხის ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში ჭადრაკის წრის აღსაზრდელებმა რაიონულ საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობა მიიღო 130 მოსწავლემ, რომლებიც სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყვნენ.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
დიდები:
- I ადგილი ნოდარ ქანთარია ( ქ.ჯვარი);
- II ადგილი მართა შანავა ;
- III ადგილი ანდრია ჭანტურია (ქ.ჯვარი);
საშუალო ასაკი:
- I ადგილი გიორგი თოფურია;
- II ადგილი ალექსანდრა სამუშია (ქ.ჯვარი)
- III ადგილი ნიკოლოზ ღვინჯილია (ქ.ჯვარი);
პატარა ასაკი:
- I ადგილი ცოტნე სალია;
- II ადგილი იოანე კვარაცხელია;
- III ადგილი ალექსანდრე სარია.