- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში ალექსანდრე უბილავას საცხოვრებელი სახლი იწვის.
ხანძარი ორ სართულიანი სახლის მეორე სართულზეა. ადგილზე საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო ჯგუფი მუშაობს. მსხვერპლი არ არის.
ცეცხლი, სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა.