ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

  • ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

ქართველი მოთამაშე ლიგის ოფიციალურმა გვერდმა არც ერთ სხვა ნომინაციაში არ წარადგინა, რაც მინიშნება იყო, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

  • საუკეთესო მწვრთნელი – ლუჩანო სპალეტი („ნაპოლი“).
  • საუკეთესო 23-წლამდელი მოთამაშე – ნიკოლო ფაჯიოლი („იუვენტუსი“).
  • საუკეთესო მეკარე – ივან პროვედელი („ლაციო“).
  • საუკეთესო მცველი – კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“).
  • საუკეთესო ნახევარმცველი – ნიკოლო ბარელა („ინტერი“).
  • საუკეთესო თავდამსხმელი – ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“).
  • საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“).

წყარო