- ქალაქ ბათუმის სპორტის სასახლეში ჩატარდა ღია საერთაშორისო ტურნირი კარატეში, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის კარატეს წრის აღსაზრდელები. ტურნირში ასპარეზობდნენ ევროპისა და აზიის 10 ქვეყნის წარმომადგენლები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში ქ. ჯვარისა და ფოცხო-ეწერის კარატეს წრის სპორტსმენებმა ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს:
- ზარქუა ნიკა-პირველი ადგილი,
- ფიფია მათე-მეორე ადგილი (მწვრთნელი-ემზარ სოსელია).
- კონჯარია ლუკა-პირველი ადგილი(მწვრთნელი-ლუკა ლუკავა).