ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა

  • ქალაქ ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა, სასკოლო ოლიმპიადაში გოგონათა შორის რეგიონის მასშტაბით, გამარჯვება მოიპოვა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმციით, შეხვედრები ჩხოროწყუსა და მარტვილის, ფრენბურთელ გოგონათა გუნდებთან გაიმართა, ხოლო ფინალში ჯვარის მესამე საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი მესტიის გუნდს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით გამარჯვება მოიპოვა.

ინფორმაციისთვის: ჯვარის გოგონათა გუნდი, უკვე მეორე წელია სასკოლო ოლიმპიადაში რეგიონის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს.