- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში და ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების, ხიდებისა და ნაპირსამაგრი გაბიონების ამ ეტაპზე არსებულ მდგომარეობას მონიტორინგის მიზნით, ადგილზე ეცნობიან მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, კოორდინირების სამსახურის სპეციალისტი ირაკლი ცანავა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია, მათთან ერთად მერის წარმომადგენელი ქალაქ ჯვარში პაატა წურწუმია და მერის წარმომადგენელი ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში თორნიკე ქუხილავა.
ინფორმაციისთვის: ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სახნავ-სათესი სავარგულები, ჩამორეცხა შიდა საუბნო გზები,დაანგრია ხიდები,ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი გაბიონები.
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობით , მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხები,რათა სამუშაოები ყველა დაზარალებულ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდეს.