ჯვარში, შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს

  • ქალაქ ჯვარში ნინოშვილის, წერეთლის, აფაქიძისა და სააკაძის ქუჩებზე შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ასრულებს.

მოხრეშვა-მოშანდაკება ყველა პრობლემურ უბნებში განხორციელდება.