- ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში ხელოვნების მე-7 რეგიონალური ფესტივალი “ცეკვის ზეიმი” გაიმართა.
ფესტივალის ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის ქორეოგრაფთა კავშირი და მისი თავმჯდომარე, რომეო ბულია გახლდათ. ფესტივალში მონაწილეობა 16-მა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ასევე სტუდია “რიბი რაბო”-ს მომღერლებმა.
ფესტივალი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის, სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და კულტურის სამსახურის, ქ. ჯვარის კულტურის სახლის მხარდაჭერითა და ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.