ჯვარში წყლის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ხარჩილავა ქალაქ ჯვარში წყლის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ სრული ინფორმაცია მიაწოდა. მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წყალმომარაგების პროექტი, თავისი მნიშვნელობით, არამხოლოდ ჯვარისთვის, არამედ, მთელი წალენჯიხისთვის პრიორიტეტული პროექტია. “თქვენ იცით, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში სწრაფი ტემპებით განვითარდა ძალიან დიდი მოვლენები და ის პროექტი,...

ხვალ წალენჯიხაში ელექტროენერგია შეიზღუდება

ენერგო-პრო ჯორჯიას წალენჯიხის სერვისცენტრის ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ 18 ოქტომბერს, დილის 8:00 საათიდან, დღის 12:00 საათამდე ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შეიზღუდება.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა,რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს...

დღეს წალენჯიხა -ტერენტობის დღესასწაული გაიმართა

დღეს, წალენჯიხა- ტერენტობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ტერენტი გრანელის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.ტერენტის სახლ- მუზეუმის ეზოში ტ. გრანელის „რეპროდუქცია ლითონში“ (ავტ:ბესო ხუბუიტია) გაიხსნა.გრანელის ძეგლი გვირგვინით შეიმკო და სტუმრებმა აქვე რეზო ადამიას ნახატების გამოფენა დაათვალიერეს.გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე...

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. “იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო...

პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება ის, რომ თუ ასე განვითარდა მოვლენები, ეს იყოს ჩემ მიერ ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ღირსების მედლით დააჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი დღე სიმბოლურია.

ჭალეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე, ხანძრის გამოწვევი მიზეზი უცნობია.

ხვალ წალენჯიხა-ტერენტობა გაიმართება

12 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული წალენჯიხა-ტერენტობა გაიმართება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 10.00-წალენჯიხის ფერისცვალების ტაძარში ტერენტი გრანელის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. 10.30- სტუმრების მიღება მუზეუმში და ტ. გრანელის ნახატების „რეპროდუქცია ლითონში“ (ბესო ხუბუიტია) გახსნა. 11.30 - ტ. გრანელის ძეგლის გვირგვინით შემკობა, რეზო ადამიას ნახატების გამოფენა. 12.00 - გ.კალანდიას სახელობის მოედანი; ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქტების ,...

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში სამუშაოები სხვადასხვა ტერიტორიებზე აქტიურად მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სქურდილას უბანში არსებულ ხიდთან ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს. მიმდინარეობს ობუჯი-ჯიხაშკარის საზღვართან, მდინარე ჭანისწყალზე საფეხმავლო ხიდის ბურჯის გამაგრების სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს სააბულაძოს უბანში მდინარე ჭანისწყალზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ,...